top of page

ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიული მხარდაჭერა

ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს აუტიზმისა და განვითარების თავისებურებების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ ვაერთიანებთ მშობლებს, სპეციალისტებსა და კლინიკებს ერთ პლატფორმაზე, რათა  ბავშვებისათვის საჭირო მხარდაჭერა უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გავხადოთ

როდესაც სპეციალისტთან მოხვედრას თვეები სჭირდება

საქართველოში ბავშვთა აუტიზმის სპექტრის მიმართულებით მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

მშობლებს ხშირად უწევთ ხანგრძლივ რიგებში ლოდინი, სასურველ სპეციალისტთან ვიზიტს კვირებით ან თვეებით ადრე დაგეგმვა სჭირდება

განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა რეგიონებში, სადაც შესაბამისი მომსახურების არჩევანი კიდევ უფრო შეზღუდულია.

საუკეთესო სპეციალისტები ერთ სივრცეში

შექმენი პროფილი

შექმენი პროფილი და ატვირთე ფოტოები, ვიდეოები ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სპეციალისტს დაეხმარება ბავშვის საჭიროებების უკეთ გაცნობასა და ინდივიდუალური მიდგომის შემუშავებაში.

აირჩიე სასურველი სპეციალისტი

გაეცანი პლატფორმაზე წარმოდგენილ სპეციალისტებს, მათ გამოცდილებასა და პროფესიულ მიმართულებებს. შეარჩიე ის, ვინც ყველაზე მეტად შეესაბამება შენი ბავშვის საჭიროებებს.

დაჯავშნე ონლაინ კონსულტაცია

დაჯავშნე ონლაინ კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელ დროს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მოღვაწე სპეციალისტთან. მიიღე პროფესიონალური მხარდაჭერა სახლიდან გაუსვლელად.

დამატებით

ჯავშნები და გადახდები

საჭიროების შემთხვევაში დაჯავშნეთ პირისპირ ვიზიტი შერჩეულ სპეციალისტთან. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო, დაადასტურეთ ჯავშანი და გადაიხადეთ პირდაპირ პლატფორმიდან, რათა დანიშნულ დღეს ზედმეტი პროცედურების გარეშე ეწვიოთ სპეციალისტს მის სამუშაო სივრცეში.

Online მხარდაჭერა

 შეინარჩუნეთ მუდმივი კავშირი შერჩეულ სპეციალისტთან. გაუზიარეთ ბავშვის ყოველდღიური ქცევის ამსახველი ვიდეოები, ფოტოები და კითხვები, მიიღეთ რეკომენდაციები და პროფესიონალური მხარდაჭერა პაკეტის პირობების შესაბამისად.

EHR - ჯანმრთელობის ერთიანი ელექტრონული ისტორია 

ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ სივრცეში — შეფასებები, რეკომენდაციები, ვიდეომასალები და განვითარების პროგრესი. სპეციალისტს შეუძლია გაეცნოს ბავშვის სრულ ისტორიას და შეისწავლოს მისი განვითარების დინამიკა რათა უკეთ შეაფასოს მისი საჭიროებები.

Contact us

bottom of page